ახალი ამბები
კორონავირუსმა ზოგი ბავშვი ძალადობისგან უფრო დაუცველი გახადა - იუნისეფი
FaceBook Twitter
E-mail Print
პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგოდ გატარებული ზომების გამო, მსოფლიოში ასობით მილიონი ბავშვი სავარაუდოდ დადგება მათი პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელყოფის გაზრდილი საფრთხის წინაშე, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გაცხადების ავტორთა თქმით, საფრთხეებს შორისაა ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობა, გენდერული ძალადობა, ექსპლუატაცია, სოციალური გარიყვა და მომვლელებისგან დაცალკევება.

ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს, დაიცვან და უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა დაავადებით გამოწვეული სულ უფრო მზარდი სოციო-ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

მათივე თქმით, ვირუსმა რამდენიმე თვეში შეცვალა ბავშვებისა და ოჯახების ცხოვრება მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოღება აუცილებელი იყო, საკარანტინე ზომებმა, როგორიცაა სკოლების დახურვა და გადაადგილების შეზღუდვა, დაარღვია ბავშვების ჩვეული რუტინა და მათი მხარდაჭერის სისტემები. ეს ასევე, დამატებით სტრესს უქმნის ბავშვის პატრონებს, რომელთაც შეიძლება უწევთ სამსახურების გაცდენა.

გაეროს ბავშვთა ფონდი ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულმა სტიგმამ ზოგი ბავშვი უფრო დაუცველი გახადა ძალადობის და ფსიქოლოგიური სტრესისაგან. ამავე დროს, ღონისძიებებმა, რომლებიც არ ითვალისწინებს ქალებისა და გოგონების გენდერულ საჭიროებებსა და უსაფრთხოების საკითხებს, შეიძლება ასევე გაზარდოს მათი სექსუალური ექსპლუატაციის, ჩაგვრისა და ბავშვთა ქორწინების რისკები. მაგალითად, ჩინეთიდან ბოლოდროინდელი ფაქტები ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.

"ხშირ შემთხვევაში ეს დაავადება უკვე აღწევს იმ ბავშვებსა და ოჯახებამდე, რომლებიც საკმაოდ მოშორებულები არიან პირდაპირ ინფიცირებულ პირებს" - ამბობს კორნელიუს უილიამსი, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი. მისი თქმით, იკეტება სკოლები. მშობლებს უჭირთ ბავშვების მოვლა და ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა. იზრდება რისკები ბავშვთა დაცვის კუთხით.

ორგანიზაციის განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ადრე დამდგარი კრიზისული მდგომარეობების დროს ხშირად ხდებოდა ბავშვების ჩაგვრა და ექსპლუატაცია. მაგალითად, 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის გავრცელების გამო სკოლების დაკეტვის დროს მკვეთრად მოიმატა ბავშვთა შრომის, მათი უგულებელყოფის, სექსუალური შევიწროებისა და არასრულწლოვანთა ორსულობის შემთხვევებმა. სიერა ლიონეში არასრულწლოვანთა ორსულობის სიხშირე თითქმის გაორმაგდა ეპიდემიის წინა პერიოდთან შედარებით და 14 000-ს მიაღწია.

რეკომენდაციებში "ალიანსი" აღნიშნავს:

• ჯანდაცვის, განათლებისა და ბავშვთა მომსახურების მუშაკების მომზადება ბავშვთა დაცვის საკითხებში ჩOVID-19-თან დაკავშირებული რისკების შესახებ, სექსუალური ექსპლუატაციისა და შეურაცხყოფის პრევენციის ჩათვლით და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხო შეტყობინებები;

• გენდერული ძალადობის მსხვერპლთან პირველად შეხებაში მყოფ პირთა მომზადება, როგორ მართონ გენდერული ძალადობის გამოვლენილი შემთხვევები და ითანამშრომლონ ჯანდაცვის მუშაკებთან გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად;

• მეტი ინფორმაციის გაცვლა ბავშვების რეფერალურ და სხვა მხარდამჭერ სერვისებზე;

• ბავშვების, განსაკუთრებით მოზარდების, შეფასება, თუ რა განსხვავებულ გავლენას ახდენს მათზე ჩOVID-19, რათა მოხდეს შესაბამისი პროგრამებისა და ადვოკატირების კამპანიების წარმართვა;

• დროებითი ცენტრების და ოჯახების, მათ შორის, სადაც ოჯახის უფროსი ბავშვია, და მიმღები ოჯახების, დახმარება ბავშვების ემოციური მხარდაჭერისა და მათი ასაკისთვის შესაფერის თავის მოვლის საქმიანობაში ჩასართავად;

• ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა იმ ოჯახებისთვის, რომელთა შემოსავლის მიღების შესაძლებლობა შეიზღუდა;

•კონკტერული ღონისძიებების გატარება ბავშვისა და ოჯახის ერთმანეთისგან დაშორების აღსაკვეთად და იმ ბავშვებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომლებიც მარტო დარჩნენ მშობლის ან სხვა მომვლელის ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების გამო დაგარანტირება, რომ დაავადების კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებების დროს ბავშვთა დაცვას მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.