ახალი ამბები
ბედის ანაბარა ვართ მიტოვებული - აფხაზი ექიმები
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზი ექიმები ზურაბ აჩბა და ესმა ასლანძია მოსახლეობას მიმართავენ დარჩნენ სახლში, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის საფრთხე.

„ძვირფასო თანამემამულენო, გთხოვთ გამოიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დარჩეთ სახლში, არავის იმედი არ უნდა გქონდეთ, არც მთავრობის არც ჯანდაცვის, არც ექიმების. ჩვენ არ გვაქვს ბრძოლისთვის საჭირო რესურები. იყავით თვითიზოლაციაში. ჩვენი კოლეგები წინა ხაზზე არიან და საფრთხეში იგდებენ თავიანთ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს თავს წირავენ. მათ თქვენი დახმარება სჭირდება. თქვენგან საჭიროა მხოლოდ ყველაზე მცირე, დარჩეთ სახლში. ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ვირუსს“, - წერს ექიმი ესმა ასლანძია ფესიბუკზე.

ექიმი ზურაბ აჩბაც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას.

„ვნახე საარჩევნო ოლქებიდან, უბნებიდან ფოტოები, ეს არის ქვეყნის დაღუპვა, ყველა დამკვირვებელი, ამომრჩეველი ნიღბების და ხელთათმანების გარეშეა. ყველა ერთმანეთს ეხვევა, კოცნის. ამისთვის ცენტრალური საარჩვენო კომისია უნდა დაისაჯოს.
საზღვარი თითქოს დაკეტილია, სინამდვილეში კი ვებკამერებს რომ შეხედავთ სულ სხვა ვითარებაა. იქით მანქანები არ მიდის, აქეთ კი კილომეტრიანი რიგებია. ვიცი ბევი რუსი, ვინც ახლა ჩამოდის ვირუსისგან თავის დასაღწევად, საქართველოსთან საზღვარზეც იგივეა.
ნორმალურ ქვეყანაში ასეთ დროს არჩევნებს გადადებდნენ. სრული განუკითხაობაა და ამიტომ მოგმართავთ მოსახლეობას, რომ ბედი ანაბარა ვართ მიტოვებულები და სახელმწიფო ვერ დაგვეხმარება“, - წერს ექიმი.

აფხაზეთში დღეიდან 7 აპრილის ჩათვლით კარანტინი გამოცხადდა.

დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას კარანტინის გამოცხადების შესახებ, წინ უძღოდა მოქალაქეების უკმაყოფილება, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში გამოხატავდნენ. ისინი სწუხდნენ იმაზე, რომ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები არ ტარდება, ამის პარალელურად კი ოკუპირებულ ტერიოტორაზე, როგორც ამ ეტაპზე უსაფრთხო ზონაში, იზრდება რუსეთიდან შემოსული ტურისტების ნაკადი. აფხაზეთის მოსახლეობამ ფეისბუკზე გააზიარა ვიდეო, რომელიც ფსოუს გამშვებ პუნქტთან ლაივკამერით არის გადაღებული. კადრებში ჩანს ავტომანქანების რიგი, რომლებიც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შედიან.

რაც შეეხება დანარჩენ საქართველოსთან „საზღვარს“, სოხუმმა კორონავირუსის თავიდან აცილების მიზეზით, შეზღუდვები გადაადგილებაზე ჯერ კიდევ 27 თებერვალს დააწესა და 14 მარტს სრულად ჩაკეტა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსით ინფიცირების შესახებ ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება. დანარჩენ საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. 25 მარტის დილის მონაცემებით კი, 73 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 10 განკურნებულია. რუსეთში ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 650-ს გადაჭარბა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
13:00 / 29.09.2020
"ევროპულმა საქართველომ" დღეს საპარლამენტო გუნდის პრეზენტაცია გამართა, სადაც პირობითი პარტიული სია წარადგინა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ
12:39 / 29.09.2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას
განცხადებით,
11:18 / 29.09.2020
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.