ახალი ამბები
ინფიცირებული პაციენტისგან ზუგდიდში ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია - ჯანდაცვა
ზუგდიდიის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას განცხადებით, პაციენტს ამ ხნის განმავლობაში კონტაქტი მხოლოდ ოჯახის წევრთან ჰქონდა.

"როცა თურქეთიდან ჩამოვიდა ის საზღვარზე შეამოწმეს, იყო ჯანმრთელი. რის შემდეგაც იყო თვითიზოლაციაში ცოლთან ერთად, რის შემდეგაც მას გამოუვლინდა ვირუსის სიმპტომები. მისი ყველა კონტაქტი ცნობილია. მასთან კონტაქტი მხოლოდ მეუღლეს ჰქონდა, მკაცრად იცავდა თვითიზოლაციის წესებს. ასე რომ რისკი ვირუსის გავრცელების მინიმალურია. ამჟამად მეუღლე თავს კარგად გრძნობს თუმცა იმყოფება იზოლაციაში, თავად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია", - უთხრა "ლაივპრესს" ნანა ოდიშარიამ.

მამაკაცი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 24 მარტს, გვიან ღამით მოათავსეს. კორონავირუსი მას დღეს დაუდასტურდა. პაციენტი ზუგდიდის სოფელ ზედაეწერიდან არის. მისი ანალიზები დღეს გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.