ტემპერატურით და ხველების სიმპტომით ზუგდიდის ინფექციურში 4 პირი მოათავსეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების და ხველების ნიშნებით ოთხი
პაციენტი შეიყვანეს. ყველა ერთი ოჯახის წევრია. მათ შორის ერთი
მცირეწლოვანია. საავადმყოფოში განმარტავენ, რომ ამ მოქალაქეებს
თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. დღემდე ისინი თვითიზოლაციაში
იმყოფებოდნენ.
ჯერჯერობით ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
" სავარაუდოდ ანალიზები უახლოეს საათებში გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში", - განმარტეს ინფექციურში.
აქ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით 67 წლის მამაკაცი მკურნალობს. აქ იმყოფება ასევე პირი, რომელიც ანაკლიის საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა.
10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.