ახალი ამბები
ფეხბურთელებისგან, რომლებსაც კოვიდ-19 აღმოაჩნდათ, სიმბოლური ნაკრები შეადგინეს
ინტერნეტგამოცემა "ინსაიდ გლობალმა" შეადგინა სიმბოლური საფეხბურთო ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, რომლებსაც კორონავრუსი აღმოაჩნდათ. თერთმეტი ფეხბურთელიდან ექვსი იტალიის სერია "ა-ს" გუნდებიდანაა, სამი ესპანეთის ლა ლიგადან, თითო კი - ინგლისის პრემიერლიგიდან და ჩინეთის სუპერლიგიდან.

სიმბოლურ ნაკრებს მწვრთნელიც ჰყავს, ლონდონის "არსენალის" დამრიგებელი მიკელ არტეტა, რომელიც კოვიდ-19-ისგან უკვე გამოჯანმრთელდა.

გუნდის შემადგენლობაში არიან:

მეკარე - მარკო სპორტიელი (ატალანტა);

მცველები - დანიელე რუგანი (იუვენტუსი), ელიაკომ მანგალა (ვალენსია), ესეკილ გარაი (ვალენსია), ხოსე გაია (ვალენსია).

ნახევარმცველები - ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი), მარუან ფელაინი (შანდონ ლუნენი), პატრიკ კუტრონე (ფიორენტინა).

თავდამსხმელები - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მანოლო გაბიადინი (სამპდორია), კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი).