კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის რეკომენდაციები
ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა
კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვაზე
რეკომენდაციები შეიმუშავა.
მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების მიხედვით, COVID-19-ით დაინფიცირებული, ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ცხედარი უნდა დაფაროს ზეწრით და მოთავსდეს წყალგაუმტარ გვამის ჩანთაში. ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში, სადაც ჩანთის გარე ზედაპირის დეზინფიცირება მოხდება.
აღნიშნულიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს შესაბამის სარიტუალო/დამკრძალავ სამსახურსა და ოჯახის წევრებს გარდაცვალების ფაქტის დადგომასა და დროული გადასვენების აუცილებლობის თაობაზე.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, ცხედრის გადასვენება უნდა განხორციელდეს სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათიის განმავლობაში) დაკრძალვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამირება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაციების სრული პაკეტი გამოაქვეყნა, რაც საქართველომაც მაქსიმალური სიზუსტით უნდა დაიცვას.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 81 - მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 13.