ახალი ამბები
წალენჯიხის სოფელ ზღვაიაში ეკალ-ბარდებს და ჩაის პლანტაციას ცეცხლი გაუჩნდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიაში ცეცხლი გაუჩნდა ეკალ-ბარდებს და ჩაის პლანტაციას. მერის პირველმა მოადგილემ, ცოტნე შონიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ხანძარი რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა, თუმცა ამ ეტაპზე თითქმის ლოკალიზებულია და მხოლოდ რამდენიმე პატარა კერა რჩება. მისივე თქმით, ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობს და ცეცხლს მალე ჩააქრობენ.

"ხანძრის კერა დასახლებული პუნქტებიდან მოშორებულია. ქარი ართულებდა სიტუაციას, მაგრამ ახლა ცოტა შესუსტდა. სავარაუდოდ, მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობაა", - აღნიშნა მერის მოადილემ.

თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ რიცხვებში სამეგრელო-ზემო სვანეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხანძრის რამდენიმე კერა იყო. რატომ ჩნდება ასე ხშირად ცეცხლი წელიწადის ამ დროს, ამ თემაზე "ლაივპრესმა" მასალაც მოამზადა.