ახალი ამბები
კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ საქართველოს $1.1 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსთან საბრძოლველად, საქართველოს $1.1 მილიონი დოლარით დაეხმარება.

„შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხით დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა“, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.