ახალი ამბები
გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი - იმნაძე
FaceBook Twitter
E-mail Print
დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ სწრაფი ტესტების შესახებ პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ მას პოლიტიკაში რევენ, როცა თავად ამის სურვილი არ აქვს. თქვა, რომ ბევრი რამ იცის და თუ თავს არ დაანებებენ, საჭიროების შემთხვევაში ყველაფერს იტყვის:

მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ დღეს საქართველოში ყველა ეპიდემიოლოგი გახდა. მისი სიტყვებით, ტესტებს თავისი გამოყენების წესი აქვს, ხოლო თვითონ არ აქვს ღია გაკვეთილების და ეპიდემიოლოგიის ლექციების ჩატარების დრო.

„ხომ იყო ეს განცხადებები, რომ კერძო სექტორს უნდა შემოიტანოს ტესტები და ხელს უშლიან… დღეს რომ უარყოფითია ტესტი არ ნიშნავს, რომ ავად არა ხართ. ტესტი დადებითი გახდება, ავად რომ გახდებით მე-5, მე-6, მე-7 დღეს – ეს ერთი. მე პოლიტიკოსი არა ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა, თავი დამანებოს სულყველამ. ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს რა… იმდენი რამე ვიცი იმდენ ვიღაცაზე და ჭკვიანები ხომ არიან არა იმ ბანაკში?! ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი?! ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ?! – ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი სინფორმაციით, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა სწორედ ახლა და დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ანალიზებს უნდა აკეთებდეს, საპასუხო წერილზე მუშაობს:

„ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით. მე ხომ ვიცი, ეს კუდები საიდან მოდის, საქმე არა აქვს ამ ხალხს?! იმის მაგივრად, რომ საქმეს მიკეთებდნენ ჩემი დეპარტამენტის უფროსი და ლაბორატორიის უფროსი, კითხვარს ავსებენ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, თავადაც ეკარგება დიდი დრო მსგავს თემებზე ჟურნალისტებისთვის კითხვის გაცემაში.

„მერე მე ამაზე ყველაფერზე უნდა ვუპასუხო, და მე საქმე მაქვს გასაკეთებელი. მე ყველაზე უფრო შემეშინდა, ყველამ ერთხმად ქება რომ დამიწყეს. მაშინ მივხვდი რომ ეს არის ორგანიზებული… იცი, რამდენი რამე მაქვს ცხოვრებაში ნანახი. ქება რომ დაიწყო ორგანიზებული მაშინ მივხვდი, რომ ცუდადაა საქმე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.