ზედა ეწერში მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მოსახლეობას პირველად
სამედიცინო გამოკლვლევებს უტარებენ. ოჯახებში კარდაკარის პრინციპით
დადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი და ოჯახის
ექიმი - ისინი მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავენ.
როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ზედაეწერის მკვიდრი, რომელსაც 25 მარტს დაუდასტურდა კორონავირუსი, თვითიზოლაციის წესებს მკაცრად იცავდა, მსგავსი გამოკვლევის ჩატარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა. ეს პროცესი დაიწყო ზედაეწერიდან და ჩატარდება მთლიანად მუნიციპალიტეტში.
„გიდასტურებთ, რომ ეს პირი არ არღვევდა თვითიზოლაციის წესებს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით ამას ვაკეთებთ მთელს ზუგდიდში და დავიწყეთ მაღალი რისკის ზონიდან, იქედან სადაც პირველი შემთვევა დაგვიფიქსირდა“, - განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
მისი ცნობით, ტემპერატურა უკვე გაუზომეს ზედაეწერში მცხოვრებ 112 პირს და არცერთ მათგანს მატება არ აღენიშნებოდა. როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ეს პროცესი გაგრძელდება და ექიმები მივლენ ყველა ოჯახში:
„ჯერ არ დაფიქსირებულა ტემპერატურის მატება. თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, პირს გადავიყვანთ ჰოსპიტალში“, - განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მცხოვრებ 67 წლის მამაკაცს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ჯანდაცვის ცენტრში ირწმუნებიან, რომ პაციენტი საკუთარ სახლში მკაცრად იცავდა იზოლაციის წესებს. ცოლი, რომელთან ერთადაც ის სახლში იმყოფებოდა, ასევე თვითიზოლაციაშია. ექიმების განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.