ახალი ამბები
აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები კარანტინში გადავიყვანეთ - ჯანდაცვის ცენტრი
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის მიუხედავად, რამდენიმე მოქალაქემ ოკუპირებული გალის რაიონიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა მოახერხა. როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ასეთი 5 შემთხვევა იყო. ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას განცხადებით, ისინი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

ჯანდაცვის ცენტრში ასევე აცახდებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან ახალ კორონავირუსზე საეჭვო ნიშნებით პაციენტი არ ჰყავთ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქარველოში გადმოსული მოქალაქეების შესახებ „რუსთავი 2-თან“ ისაუბრა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ. მისი სიტყვებით, აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსული ყველა მოქალაქე ჯერ გადის თვითიზოლაციას და თუ საჭირო იქნება კარანტინს.

„2 კვირის შემდეგ კი, მათ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ. იძულებული გავხდით საგანგებო მდგომარეობის პირობებში კიდევ უფრო გაგვემკაცრებინა გადაადგილება ჩვენს მუნიციპალიტეტში. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდეს, მანამ სანამ საგანგებო მდგომარეობა იქნება," - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

სამეგრელოს რეგიონში უსაფრთოების ზომები 29 მარტიდან გამკაცრდა. იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. იქმნება დამატებით ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, რათა პოლიციამ გააკონტროლოს საავტომობილო მოძრაობა. ერთ ავტომანქანაში დასაშვებია 3 ადამიანის ყოფნა - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ.

მთავრობაში ასეთი მკაცრი ზომების მიღების ერთ-ერთ მიზეზად „აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება“ დაასახელეს. კიდევ ერთი მიზეზი მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების და მითითებების ხშირი დარღვევა გახდა.

ცნობისთვის, ზუგდიდში კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა სოფელ ზედაეწერში მცხოვრებ 67 წლის მამაკაცს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ჯანდაცვის ცენტრში ირწმუნებიან, რომ პაციენტი საკუთარ სახლში მკაცრად იცავდა იზოლაციის წესებს. ცოლი, რომელთან ერთადაც ის სახლში იმყოფებოდა, ასევე თვითიზოლაციაშია. ექიმების განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში,
21:32 / 10.04.2021
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.