ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურმა აფხაზეთიდან პირველი პაციენტი მიიღო
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის სოფელ საბერიოდან ზუგდიდში, გალის რაიონის მცხოვრები გადმოიყვანეს. "ლაივპრესის" ინფორმაციით, მას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ფახულანთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახვდა. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ეს პირველი პაციენტია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ კორონავისუსზე საეჭვო ნიშნებით მოათავსეს 50 წლის ქალი ოკუპირებული გალიდან. ის მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. ამ საღამოს ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხევაში გაიგზავნება ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში.

განახლება

"ლაივპრესის" წყაროს ინფორმაციით, ქალი რუსეთიდან საბერიოში დღეს ჩავიდა.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება ჩხოროწყუს მცხოვრები, რომელიც კლინიკურ მკურნალობას გადის.

ამავე დაწესებულებაში ახალ კორონავირუსზე მკურნალობს 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ინფექცია 25 მარტს დაუდასტურდა.

საავადმყოფოდან დღეს გაეწერა სოფელ კახათიდან გადმოყვანილი ბათუმის მკვიდრი, რომელსაც კორონავირუსის საეჭვო სიმპტომები არენიშნებოდა. ორი დღის წინ კი კლინიკა დატოვა ხუთმა პაციენტმა, რომლებსაც კოვიდ-19 არ აღმოაჩნდათ.

დღესვე ინფექციურს მიმართა დედა-შვილმა ზუგდიდის სოფელ რუხიდან ყელის ტკივილის და სხვა უმნიშვნელო სიმპტომებით. მათ ხელი მოაწერეს თვითიზოლაციის დაცვის სპეციალურ ფორმას და საავადმყოფო დატოვეს.

საქართველოში კოვიდ-19-ის 91 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 18.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
12:21 / 13.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359
შემთხვევა,
11:07 / 13.05.2021
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა,
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი
11:00 / 13.05.2021
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
10:24 / 13.05.2021
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.