ახალი ამბები
გალსა და დანარჩენ ქალაქებს შორის მიმოსვლა აიკრძალა
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ დაავალა, ჩაკეტოს მოძრაობა გალის და ოჩამჩირის რაიონებს შორის.

ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდი ავრცელებს. განცხადების თანახმად, გალსა და ოჩამჩირეს შორის ადმინისტრაციულ საზღვართან მილიცია დადგება და უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესრულებას. მიზანი მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვაა.

ამ გადაყვეტილებას წინ უძღოდა აფხაზურ ტელევიზიაში „დეპუტატ“ ალხაზ ჯინჯოლიას ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ „წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საავადმყოფოში მოთავსებულ გალის მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა“. მისი განმარტებით, უკვე დაიწყო პაციენტის შესაძლო კონტაქტების შესწავლა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით 28 მარტიდან კარანტინი ამოქმედდა. მკაცრი ზომების მიღების ფონზე სოხუმი ირწმუნება, რომ თვად Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტი არ ჰყავთ.

რაც შეეხება გალის მცხოვრებს, 50 წლამდე ქალი ზუგდიდის ინფექციურში 29 მარტს, გვიან ღამით მოათავსეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით უკვე ორი ადამიანი მკურნალობს. მეორეა 67 წლის მამაკაცი. მას ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში, 30 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 103-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 20.

მთავრობის ოფიციალური ვებსაიტის http://stopcov.ge/-ის მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.