ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია - ზუგდიდის ინფექციური
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას აღენიშნება ცხელება და ხველა, ასევე სუნთქვის უკმარისობა. 50 წლამდე ქალს, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ახალი კორონავირუსი 30 მარტს დაუდასტურდა.

საავადმყოფოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაციენტს უტარდება შესაბამისი კვლევები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება მამაკაცს, რომელსაც ასევე აქვს covid-19, როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია და მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი. ინფექციუს საავადმყოფოში ახალი შემთხვევები და პაციენტთა მომართვიანობა 30 მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა. საავადმყოფოში ამ დროის მონაცემებით ორი პაციენტი რჩება, ორივე მათგანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

გალის სოფელ საბერიოს მკვიდრი, 50 წლამდე ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს, გვიან ღამით მოათავსეს. ის სოფელ საბერიოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, საოკუპაციო ხაზთან მიიყვანა, სადაც ზუგდიდის სასწრაფოს ექიმები დახვდნენ. ქალს კორონავირუსის სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნება. ქალი აფხაზეთში, საკუთარ სოფელში რუსეთიდან 29 მარტს ჩავიდა.

მეორე პაციენტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის მცხოვრები, 67 წლის მამაკაცი. მას ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა. მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

საქართველოში, 31 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 108-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 21.

მთავრობის ოფიციალური ვებსაიტის http://stopcov.ge/-ის მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
12:21 / 13.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359
შემთხვევა,
11:07 / 13.05.2021
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა,
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი
11:00 / 13.05.2021
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
10:24 / 13.05.2021
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.