ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის რემონტზე ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა
ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის რემონტზე ტენდერი გამოაცხადა.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ტენდერის შესყიდვის სავარაუდო
ღირებულება 867 ათას 991 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან
120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ტენდერი, სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, უკვე მეოთხედ ცხადდება.
ზუგდიდის მერიის განმარტებით, წინა ტენდერები იმის გამო ჩაიშალა, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო, ან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.
სკოლის რემონტისთვის თანხის ნაწილს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ნაწილს კი სკოლა გამოყოფს.
პირველი ტენდერის გამოცხადებამდე მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში გაანაწილეს.
საქართველოში 21 აპრილამდე კორონავირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.