ახალი ამბები
საბერიოელ ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კონტაქტი ჰქონდა ენგურჰესის თანამშრომლებთან
FaceBook Twitter
E-mail Print
ენგურჰესის ტექნიკური დირექტორის, გია ხუბუას განცხადებით, ქალს, რომელიც ნათესავთან ერთად გადმოვიდა საბერიოდან, ენგურჰესის 2 თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი.

„ნათესავმა გადმოიყვანა. ჩვენი 2 თანამშრომელი იყო იქ. სულ რამდენიმე წუთით იყო კონტაქტი. ისინი თვითიზოლაციაში არიან. გარდა ამისა, ერთ-ერთი მათგანი შევიდა ჩვენგან 3 კილომეტრის დაშორებით მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად და იქაც დეზინფექცია ჩავატარეთ. ყველა ზომები მიღებული გვაქვს“, - უთხრა „ლაივპრესს“ გია ხუბუამ.

კორონავირუსით ინფიცირებული საბერიოელი ქალის კონტაქტებზე საუბრობს აფხაზურ მედიაში გალის რაონული საავადმყოფოს ექიმი გიორგი შონიაც.

„მან საბერიოს საავადმყოფოს მიმართა თავდაპირველად. მისაღებში გაუზომეს სიცხე. ნახეს, რომ მას 38-ზე მეტი ჰქონდა. გადაწყვიტეს საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანა. ჩვენი მანქანები არ გადადიან საქართველოში. ენგურჰესის თანამშრომლებმა დაურეკეს საქართველოს სასწრაფო დახმარების ბრიგადას. ქალმა 5 მეტრი გაიარა ფეხით და შემდეგ ის გადაიყვანეს სასწრაფოს მანქანით. მანამდე მას კონტაქტები ჰქონდა ენგურჰესის თანამშრომლებთან და ასევე ადგილობრივი პროდუქტების მაღაზიაში“, - ამბობს გიორგი შონია.

გალის სოფელ საბერიოს მკვიდრი, 50 წლამდე ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს მოათავსეს. ის სოფელ საბერიოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, საოკუპაციო ხაზთან მიიყვანა, სადაც ზუგდიდის სასწრაფოს ექიმები დახვდნენ. მას გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფექციურ სავადმყოფოში აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას აღენიშნება ცხელება და ხველა, ასევე სუნთქვის უკმარისობა.

საქართველოში, 31 მარტის დილის მონაცემებით, დადასტურებულია კორონავირუსის 108 შემთხვევა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური
მასალა შეამოწმეს.
23:04 / 29.05.2020
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური მასალა შეამოწმეს.
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
20:27 / 29.05.2020
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
19:48 / 29.05.2020
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით
არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
19:14 / 29.05.2020
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
ვიდეო
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში დღეს ამუშავდა.
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა სილამაზის
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.