ახალი ამბები
ფოთის პორტზე არჩევანი ნიშნავს სტრატეგიულ მისწრაფებაზე უარის თქმას - კონსორციუმი
FaceBook Twitter
E-mail Print
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებით, ფოთის პორტი არ წარმოადგენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივას. კონსორციუმის აზრით, ფოთის მოძველებული პორტის განახლების, ან მის მიმდებარედ, ჩრდილოეთით ახალი პორტის მშენებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება საქართველომ მიაღწიოს დასახულ მიზანს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შესაბამისად, მათი თქმით, დღის წესრიგიდან ამოღებული იქნება ქვეყნის ევროპა-აზიის სავაჭრო კარიბჭედ ქცევის პერსპექტივაც.

"არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს მთავრობა აცხდებდა, რომ მისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ფოთში უფრო საინტერესოა, ვიდრე ანაკლიაში. ამ უკანასკნელზე კი პირველი არჩევანი საფუძვლიანი მსჯელობის შედეგად გაკეთდა 2014 წელს განხორციელებული დამოუკიდებელი ექსპრტების ანალიზის საფუძველზე. ცოტა ხნის წინ ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ - "ეი-პი-ემ ტერმინალსმა გამოაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან მიიღო მიწათსარგებლობის ნებართვა.

მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია და ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება. გარდა ამისა, გაუგებარია მთავრობის ნაბიჯები. ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში გასცა მთავრობამ იგივე მიწათსარგებლობის ნებართვა კომპანიაზე APMთ, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჩამოერთმია. უფრო მეტიც, მთავრობამ განცხადება გააკეთა ანაკლიის პორტის ახალი ტენდერის გამოცხადების განზრახვის შესახებ. მთავრობის ასეთი არათანმიმდევრულობა გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს ინვესტორებსა და კრედიტორებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კონსორციუმის თქმით, ფოთის პორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკის კრახს გამოიწვევს და ამას ბევრი მიზეზი აქვს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფოთში არსებულ პორტს გარკვეული ნაკლოვანებები აქვს და გაფართოების თვალსაზრისით შეუსაბამოა. კერძოდ, მიიჩნევენ, რომ ამ პორტზე არჩევანის შეჩერება შეზღუდავს საქართველოს მომავალ ეკონომიკურ ზრდას.

" საქართველოს საკონტეინერო ტვირთების ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით - წლიური ზრდა 37% და მეტი, ფოთის პორტის გასაფართოებლად მომზადებული ბოლო პროექტის მიხედვით, რომელიც მის, მაქსიმუმ, 1 მილიონ ტვირთბრუნვამდე ზრდას ითვალისწინებს, ეს სიმძლავრე სრულად იქნება ათვისებული 2025 წლისათვის, რაც თავისთავად გააჩენს სხვა, ახალ პორტში ინვესტირების აუცილებლობას. ფოთში 1 მილიონ ტვირთგამტარობის მიღწევა ნიშნავს 1-ლი და მე-2 ფაზების მშენებლობას,. თუმცა, დღესდღეობით არ არებობს რაიმე გარანტია, რომ მე-2 ფაზა განხორციელდება, რადგან მთავრობას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მექანიზმი (ფოთის პორტი მთლიანად კერძო მფლობელობაშია) ზემოქმედება იქონიოს ფოთის შემდგომ გაფართოებაზე. ამდენად, ამ პორტზე არჩევანის გაკეთება, ნიშნავს საქართველოს მიერ საკუთარ სტრატეგიულ მისწრაფებაზე - გახდეს კარიბჭე და სატრანზიტო ჰაბი ევროპასა და აზიას შორის - უარის თქმას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კონსორციუმის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ფოთიდან არ მიიღებს სრულ ეკონომიკურ სარგებელს - ფოთის პორტი არ იქნება კონკურენტუნარიანი და საქართველოს მთავრობა ვერ შესძლებს შემოსავლებით სრულად სარგებლობას. მათივე თქმით, ფოთი კერძო მფლობელობაშია, ამიტომ სახელმწიფო შემოსავლის სახით მხოლოდ გადასახადებს მიიღებს.

"ფიზიკური დაბრკოლებები ფოთში განვითარებისათვის. პრობლემები ინფრასტრუქტურასაც შეეხება. მოკლედ რომ თქვათ, ფოთის გაფართოების პერსპექტივა არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას ეყრდნობა, რომელიც თავისთავად კიდევ უფრო დატვირთავს ისედაც მჭიდრო ურბანულ საგზაო ტრანსპორტის გადაადგილებას და გაზრიდს ეკოლოგიურ პრობლემებს ქალაქ ფოთში.

ფოთის არსებულ პორტში სახეზეა სერიოზული და ქრონიკური საოპერაციო პრობლემები - უამინდობის გამო პორტის მუშაობის შეჩერებები, რასაც ადგილი აქვს, დაახლოებით, ყოველ მესამე დღეს, ასევე მდინარე რიონის (გამოყოფს ნალექს, რომელიც ზემოქმედებას ახდენს პორტის მისადგომ არხზე) მარშრუტით განპირობებული შეზღუდული სიღრმე - ეს ის საოპერაციო პრობლემებია, რომლებიც ფოთში იარსებებს ჩრდილოეთ ტალღმტეხის აშენების შემთხვევაშიც კი.

სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვა. ფოთის სანაპიროს ჩრდილოეთ ტერიტორია, რომლის განვითარების ხელშეწყობასაც ცდილობს ამჟამად APMთ, არ წარმოადგენს საქართველოს სანაპიროზე არსებულ ყველაზე ხელსაყრელ ლოკაციას და მისი განვითარება გამოიწვევს არსებული სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის გადატვირთვას", - აცხადებს კონსორციუმი.

სამაგიეროდ, კონსორციუმს საუკეთესო ალტერნატივად სწორედ ანაკლიის პორტი მიაჩნიათ.

მათივე განმარტებით, ფოთი არ წყვეტს არსებობას ანაკლიის აშენების შემთხვევაში - ბევრი კრიტიკოსის აზრით, ანაკლიის აშენება გამოიწვევს ფოთისა და ბათუმის პორტების დახურვას, რაც არასწორია. ხსენებული პორტები გააგრძელებენ ფუნქციონირებას, ხოლო მომატებულ სატვირთო გადაზიდვებს ანაკლია მოემსახურება.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რომელსაც პორტი უნდა აეშენებინა, მთავრობამ ხელშეკრულება 9 იანვარს შეუწყვიტა. ხელისუფლება ირწმუნება, რომ პორტის მშენებლობა მათთვის ისევ პრიორიტეტულია და ახალ ტენდერს მალე გამოაცხადებენ.

ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა ბიზნესმენმა თეიმურაზ ქარჩავამ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.