ახალი ამბები
ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მთელი ცხოვრება კარანტინია - „თბილისი პრაიდი“
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობა ხშირად სისტემურ ჩაგვრასა და დამცირებასთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის უფლებას, - ნათქვამია "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ტრანსგენდერ ადამიანებს არ ეძლევათ განათლების მიღების და დასაქმების შესაძლებლობა. აღნიშნულია, რომ ამ მოქალაქეთა ცხოვრება არის დამამცირებელი და გაუსაძლისი.

"თქვენ ალბათ არ გინახავთ დღისით ქუჩაში მოსიარულე ტრანსგენდერი ადამიანი და ვერც ნახავდით, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქუჩაში თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან. ოჯახის წევრების თუ თანამოქალაქეების შიშით ვერ მიდიან უნივერსიტეტში, კინოში, ბაზარში თუ პარკში, სასეირნოდ..

ახლა როცა ყველას საგანგებო რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება და გვეზღუდება თავისუფლებები, გვაქვს შესაძლებლობა უფრო თვალნათლივ წარმოვიდგინოთ თუ რისი გადატანა უწევთ ჩვენ ირგვლივ მაცხოვრებელ ტრანსგენდერ ადამიანებს, ვისთვისაც მთელი ცხოვრება კარანტინია", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისი პრაიდის განმარტებით, დღევანდელი კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის, აღიაროს ტრანსგენდერი ადამიანების არსებობა და გაატაროს ეფექტური პოლიტიკა მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად. განცახდების ავტორები ფიქრობენ, რომ მიმდინარე პროცესები შესაძლებლობაა ყველა ჩვენგანისთვისაც, გავხდეთ უფრო სოლიდარულები მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და არავინ დავტოვოთ მიღმა.

31 მარტის 19:00 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 110 დაადსტურებული შემთხვევაა.

20 პაციენტი გამოჯანმრთელდა.



Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური
მასალა შეამოწმეს.
23:04 / 29.05.2020
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური მასალა შეამოწმეს.
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
20:27 / 29.05.2020
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
19:48 / 29.05.2020
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით
არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
19:14 / 29.05.2020
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
ვიდეო
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში დღეს ამუშავდა.
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა სილამაზის
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.