გალის სოფლიდან კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს ზუგდიდის ინფექციურში
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან წუხელ, გვიან ღამით,
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი, შუახნის
მამაკაცი მოათავსეს. მას ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი
ჩივილები აქვს. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტის
ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია თბილისში „ლუგარის ლაბორატორიაში“ და
პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, სავარაუდოდ დღეს გაეწერება 31 მარტს, ასევე სოფელ საბერიოდან მოთავსებული ოჯახი - ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი მშობლები. ოჯახის დაკვირვების შედეგად, ანალიზების დამატებით „ლუგარის ლაბორატორიაში“ გამოკვლევა საჭირო არ გახდა.
1 აპრილის მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 7 პაციენტია მოთავსებული. აქედან 6 არის სოფელ საბერიოდან. ორ პაციენტს აქვს covid-19 დადასტურებული. ერთ-ერთი მათგანი საბერიოელი 50 წლის ქალია, რომელსაც ახალი კორონავირუსი 30 მარტს დაუდასტურდა. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მეორე, 67 წლის მამაკაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერიდან. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
1 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 115, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 22, კარანტინის რეჟიმში - 5106, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294.