ზუგდიდის, სენაკის და ფოთის აგრარული ბაზრები შეიძლება დახურონ
მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები,
თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ
მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ, -
განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე
მოწერელიამ. მისი სიტყვებით, ეს შეეხება ზუგდიდის, სენაკის და ფოთის
აგრარულ ბაზრებს.
სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალური დისტანცია და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათი ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აძლევენ მოვაჭრეებს:
„ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება. შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებსაც უნდა განეხორციელებიათ მონიტორინგი, გაეცათ რეკომენდაციები , რომელიც უნდა შეესრულებინათ - ეს ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული. რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდე ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა და დისტანციას. დღეს ის რაც დღეს ბაზრებში ხდება არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ, ვთხოვთ მათ ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა.
კორონავირუსის გავრცეების შეჩერების მიზნით სამეგრელო განსაკუთრებული მკაცრი კონტროლის პირობებში 28 მარტიდან ცხოვრობს, რასაც 31 მარტიდან დაემატა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული კარანტინი. ცარიელია მოქალაქეთა თავშეყრის ადგილები - პარკები და სკვერები. არ მუშაობს არცერთი ობიექტი სასურსათო მაღაზიების, ბანკებისა და აფთიაქების გარდა. ნაკლები დატვირთვით მუშაობს ზუგდიდის ბაზარი, სადაც სიფრთხილის მიზნით მოვაჭრეთა ნაწილმა მაღაზიები დროებით დახურა, თუმცა პროდუქტების შეძენისას მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვა უჭირთ.
1 აპრილის, 14:00 საათის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია covid-19-ის 115 შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელდა 23. კარანტინის რეჟიმში რჩება 5783 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშკი 301.