ზუგდიდში ბავშვებს ზღაპრებს ონლაინ წაუკითხავენ
კორონავირუსის და საყოველთაო კარანტინის პირობებში, ზუგდიდში
ძალადობის
მსხვერპლ ქალთა შვილებს ზღაპრებს ონლაინ სხვა ბენეფიციარების
ბავშვებთან ერთად წაუკითხავენ. ასოციაცია "მერკური" წლებია ქალთა
ძალადობის კუთხით მუშაობს და თავშესაფართან ერთად, დღის ცენტრის მომსახურების სერვისიც აქვს.
ორგანზაციის ხელმძღვანელმა ნანა თოდუამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ 31
მარტს დატესტეს, თუ რამდენად გამოუვიდოდათ ჩანაფიქრი, ახლო დღეებში კი
მოზარდებს დისტანციურად შესთავაზებენ კითხვის საათს.
"45 ბავშვი ჩაეწერა და ორ ჯგუფად გავყოფთ. ისინი ზღაპრებს დისტანციურად მოისმენენ. საბავშვო პროგრამასავით გვინდა იყოს, ინტერაქტივთან ერთად. პროგრამებს ვეძებთ ამისთვის", - აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას, ორ შემთხვევაზე მათ პოლიციამ ბოლო ერთ კვირაში უკვე მიაწოდა ინფორმაცია. ნანა თოდუას თქმით, სამართალდამცველებს შემაკავებელი ორდერის გამოწერაც მოუხდათ. თუმცა, ფიქრობს, ძალადობის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე მომართვიანობაა. მისივე ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტები ზუგდიდში გამოავლინეს.
ამბობს იმასაც, რომ საყოველთაო კარანტინის გამო, ბენეფიციარებს ონლაინ ეკონტაქტებიან იურისტები, ფსიქოლოგები, სოც მუშაკები, დისტანციურად ეხმარებიან მათ საჭიროებისამებრ.
"ვფიქრობთ, რაღაც სერვისები ავამოქმედოთ დამატებით. სტრესმენეჯმენტზე გვინდა ონლაინ კურსი გავაკეთოთ", - აღნიშნა ნანა თოდუამ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელს აქვს მოლოდინი, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში, მომართვიანობა ქალთა მხრიდან გაიზრდება.
ის, რომ უფრო მეტი მიმართავს უფლებადამცველ ორგანიზაციებს ოჯახში ძალადობის ჩივილით ვირუსის გავრცელების პერიოდში, უკვე აღნიშნეს ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობოებმა, რომელიც 31 მარტს გავრცელდა.
საქართველოში 1-ელი აპრილის 20:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 117 დადასტურებული შემთხვევაა.
23 პაციენტი გამოჯანმრთელდა.