ახალი ამბები
სენაკის ბაზარი დაიხურება
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სენაკის ბაზარი ორშაბათიდან, 6 აპრილიდან დაიხურება. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, გაფრთხილების მიუხედავად, არანაირი წინსვლა არ არის.

"არის სხვადასხვა ღონისძიებები გასატარებელი. როცა ბაზრის ადმინისტრაცია გაატარებს ამ ღონისძიებებს, ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დაუბრუნდეს ჩვეულებრივ რეჟიმს", - აღნიშნა მან სპეციალური გაერთიანებული შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ.

ზუგდიდის, სენაკის და ფოთის აგრარული ბაზრების შესაძლო დახურვაზე ალექსანდრე მოწერელიამ 1 აპრილს განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ და განმარტა, რომ თ ისინი არ შესრულდება, ბაზრებს დახურავენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 148 დდასტურებული შემთხვევაა.

27 პაციენტი გამოჯანმრთელდა.