ახალი ამბები
ზუგდიდის და ფოთის ბაზრები არ დაიხურება
ზუგდიდთან მიმართებაში მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო წმუნებულმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი გაერთიანებული შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური, მოხალისეები კიდევ გააძლიერებენ ზედამხედველობას იმ მხრივ, რომ უფრო დაიხვეწოს დღევანდელი მდგომარეობა.

"ზუგდიდის აგრარულ ბაზართან დაკავშირებით ანგარიში, რაც ჩვენ მოვისმინეთ ყველა მხარისაგან, ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია. ფოთშიც გაუმჯობესებულია მდგომარეობა", - აღნიშნა გუბერნატორმა.

შესაბამისად, ეს ორივე ბაზარი ფუნქციონირებას განაგრძობს.

სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ხელმძღვანელის, სამხარეო პოლიციის უფროსის და სენაკის მერის მონიტორინგის ანგარიშები.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ზუგდიდის და ფოთის ბაზრებისგან განსხვავებით, ორშაბათიდან დაიხურება სენაკის აგრარული ბაზარი, რადგან მათი გაფრთხილების მიუხედავად, არანაირი წინსვლა არ აქვთ.

ზუგდიდის, სენაკის და ფოთის აგრარული ბაზრების შესაძლო დახურვაზე ალექსანდრე მოწერელიამ 1 აპრილს განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ და განმარტა, რომ თ ისინი არ შესრულდება, ბაზრებს დახურავენ.

გააგრძელებდა თუ არა ზუგდიდის ბაზარი ფუნქციონირებას, ამ საკითხზე სპეციალური შტაბის გაერთიანებულ სხდომაზე რომ იმსჯელებდნენ, ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამაც.

საქართველოში კორონავირუსის 148 დდასტურებული შემთხვევაა.

27 პაციენტი გამოჯანმრთელდა.