სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტები ჰქონდა ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში
სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით,
სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, იმყოფებოდა ზუგდიდში,
წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.
„ერთ-ერთ მოქალაქეს, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც ამჟამად თბილისში კლინიკაში იმყოფება, მას 27 მარტს ქონდა კონტაქტი ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ლოკაციაში ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე, ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტები უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მოქალაქეები აუცილებლად გადაყვანილ იქნებიან კარანტინში. შესაბამისად მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისაგან, კონტაქტისაგან“, - განაცხადა რწმუნებულმა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად პაციენტი თბილისში კლინიკაშია მოთავსებული.
ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ინფორმაციით, Covid-19 დაუდასტურდა საქართველოში ერთ-ერთ ძალოსან სპორტსმენს, რომელიც სამეგრელოშიც რამდენიმე ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა და მოსახლეობასთანაც ჰქონდა აქტიური შეხვედრები. ტელეკომპანია სპორტსმენის ვინაობას არ ასახელებს.
კორონავირუსის 157 შეთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა.