ახალი ამბები
ორშაბათიდან სავარაუდოდ ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც დაიხურება - რწმუნებული
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სავარაუდოდ სენაკთან ერთად, ორშაბათიდან ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც დაიხურება. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

"სავარაუდოდ, ალბათ ყველ აგრარულ ბაზარს შეეხება და სამივე აგრარული ბაზარი ჩვენს რეგიონში იქნება დახურული. მხოლოდ დისტანციის დაცვა არაა საკმრისი. აქ რისკია ნაღდი ფულის მოძრაობაზე და იცით, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ფულით იქნა დაინფიცირებული", - განმარტა გუბერნატორმა.

მისი თქმით, ვერ დააყენებენ რისკის ქვეშ მოქალაქეებს, ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

ჯერ კიდევ გუშინ, 3 აპრილს, ალექსანდრე მოწერელიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი გაერთიანებული შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ დაიხურებოდა მხოლოდ სენაკის ბაზარი, სადაც გაფრთხილების მიუხედავად, ვითარება არ გამოჯობესებულა, ზუგდიდის დ ფოთის ბაზრებში კი უკეთესი მდგომარეობა ფიქსირდებოდა და მაიტომაც, ამ ეტაპზე მათ დახურვას არ გეგმავდნენ.

საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა.

1 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი.