ახალი ამბები
სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წალენჯიხაში 16 კონტაქტი ჰქონდა
წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თამარ კვარაცხელიას განცხადებით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, წალენჯიხაში დაახლოებით 16 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

„დახლოებით 6 ადამიანია, ვისთანც ის ოჯახში იმყოფებოდა. არიან ისეთებიც, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა ხელის ჩამორთმევით, ან ერთ სივრცეში ყოფნით, ამ ადამიანების ნაწილი უკვე გადაყვანილია კარანტინში, ნაწილი ახლა გადაგვყავს“, - უთხრა „ლაივპრესს“ თამარ კვარაცხელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 27 მარტს კონტაქტი ჰქონდა ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.

საქართველოში, კორონავირუსის 157 შეთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა.