სპორტსმენმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტუდა, არ იცის ვისგან დაინფიცირდა - საავადმყოფო
კორონავირუსით დაინფიცირებული 33 წლის სპორტსმენის ჯანმრთელობის
მდგომარეობა საშუალო
სიმძიმისაა, თუმცა, მას პნევმონია აქვს, - აცხადებს თბილისის
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის
კლინიკური დირექტორი.
ლალი ტურძელაძის თქმით, სპორტსმენი მათთან გუშინ, 3 აპრილს თბილისიდან შეიყვანეს. ამასთან, მისივე თქმით, პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა.
"მდგომარეობა მძიმე არ არის, საშუალო სიმძიმისაა. აქვს პნევმონია, ოღონდ მძიმე ფორმებში არა, საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისაა. დაბალი ტემპერატურა აქვს. სუნთქვის უკმარისობა მწვავედ გამოხატული არ არის და არც მაღალი ცხელება არ აქვს", - განუცხადა ლალი ტურძელაძემ "ინტერპრესნიუსს".
კითხვაზე, დადგენილია თუ არა სპორტსმენის კონტაქტები და კლასტერი, მისი თქმით, ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადგენს.
სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, კონტაქტი სამ მუნიციპალიტეტთან, ზუგდიდთან, წალენჯიხასთან და ჩხოროწყუსთან ჰქონდა.
წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ სპორტსმენს 16 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი, ნაწილი კი ახლა გადაჰყავთ. ჩხოროწყუში კი განმარტავენ, რომ პირდაპირი კონტაქტი მუნიციპალიტეტთან არ ჰქონია და ჯერ ჩაღრმავებული ეპიდკვლევის პასუხი ცნობილი არ არის.
ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას ინფორმაციით, სპორტსმენს ზუგდიდში სამი კონტაქტი ჰქონდა.
საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული.
31 გამოჯანმრთელდა.
გარდაიცვალა ერთი პაციენტი.