ახალი ამბები
რასაც ჩემზე ავრცელებენ, ყველაფერი სიმართლე არ არის - Covid-19-ით ინფიცირებული სპორტსმენის განცხადება
FaceBook Twitter
E-mail Print
სპორტსმენი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, განცხადებას ავრცელებს. ამბობს, რომ მისი მიზეზით ადამიანები კარანტინში მოხვდნენ, რის გამოც დამნაშავედ გრძნობს თავს, თუმცა განმარტავს, რომ ყველა ინფორმაცია, რაც გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

სპორტსმენი "ლაივპრესს" დაუკავშირდა და განცხადების გავრცელება სთხოვა. ამ განცხადებას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით, მე ვარ ის სპორტსმენი, სამეგრელოში რომ ვიყავი. პირველ რიგში დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ხალხს, ვინც ჩემს გამო კარანტინშია და ნერვიულობენ. ვლოცულობ ყოველ დღე, რომ მათ არაფერი დაუდგინდეთ. ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩემს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს და მე ყველანაირი სასჯელის ღირსი ვარ.. მაგრამ რასაც წერენ და გადმოცემენ, ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. 28-29 მარტს გავჩერდი ჩემი მეგობრის ოჯახში, წალენჯიხის რაიონში, სოფელ ლიაში, ვისთანაც 20 მარტს მჭიდრო კონტაქტი მქონდა თბილისსში. ვიყავი ზუგდიდში ერთ ოჯახში 1 საათით და ვიყავი წალენჯიხის რაიონის კიდევ ერთ სოფელში საფლავზე, სადაც ჩემს დანახვაზე მეზობელმა შემიპატიჟა სახლში.

საერთო ჯამში კონტაქტი მქონდა 16 ადამიანთან. აქედან მჭიდრო კონტაქტი 4 ადამიანთან. ვიცავდი მაქსიმალურად დისტანციას და ვერიდებოდი ახლო კონტაქტს ყველასთან. არ ვყოფილვარ ჩხოროწყუს რაიონში გავლითაც. არ ვარ რუსეთის მოქალაქე და საერთოდ, ცხოვრებაში ნამყოფი არ ვარ იქ. არ გადმოვსულვარ აფხაზეთიდან. არ მაქვს მოგზაურობის ისტორია საერთოდ. ვერც წარმომედგინა, რომ ინფიცირებული ვიყავი. არ გამაჩნდა არანაირი სიმპტომი საერთოდ. თბილისში ჩამოსვლის მეორე დღეს, 31 მარტს მეგობარმა დამირეკა, რომელთანაც კავშირი მქონდა 16 მარტს და მითხრა, რომ იმყოფება საავადმყოფოში და ელოდება ტესტის პასუხს. 1 აპრილს დაუდგინდა კორონავირუსი. მე ეგრევე დავრეკე კონტაქტებთან და ისინი მოექცნენ თვითიზოლაციაში. 3 აპრილს მეც დამიდგინდა covid-19.

ვესაუბრე ყველა შესაბამის ორგანოს კონტაქტების დადგენაზე. ავღნიშნავ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანოების კარგ მუშაობას. თითქმის 1 საათში ყველა კონტაქტი დადგენილი იყო და ამზადებდნენ კარანტინში გადასაყვანად. 4 პირი, ვისთანაც ყველაზე ახლო კონტაქტი მქონდა, შეამოწმეს covid 19-ზე. არცერთს არ დაუდასტურდა. დღეს მეათე დღეა კონტაქტიდან და არცერთ კარანტინში მყოფ პირს არ აღენიშნება სიმპტომები. ცუდი ფაქტი ის არის, რომ ყველა კონტაქტის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა. ყველას სახელი გვარი, მამის სახელი და მისამართები დაიდო ინტერნეტში პოსტის სახით. ათასობით ხალხმა ნახა და ანათემას გადასცა ისინი. მე ჩემს თავს არ ვდარდობ, იმ ხალხს რას ერჩოდნენ, ვინც ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია ?

ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ხვალ შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში. ყველას მოვუწოდებ ჩემს მწარე მაგალითზე, დარჩით სახლში. იყავით ფრთხილად. მოერიდეთ ყველანაირ კონტაქტს. არავინ არ ვართ დაზღვეულები. შეიძლება სიმპტომები არ გქონდეს და ვიყოთ ინფიცირებული, როგორც ჩემ შემთხვევაში. უღრმესი მადლობა მედ პერსონალს და ყველა იმ უწყებას, ვინც ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს... გვფარავდეთ უფალი", - აცხადებს სპორტსმენი.

მასთან კონტაქტში მყოფ ოთხ პირს, რომელთგან სამი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამ პაციენტებიდან ორი ზუგდიდელია, ერთი კი წალენჯიხის სოფელ ლიის მკვიდრი. ვირუსი არ დაუდასტურდა სპორტსმენთან კავშირში მყოფ კიდევ ერთ მოქალაქეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, იმყოფებოდა ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.

წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტეს, რომ სპორტსმენს 16 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი, ნაწილი კი ახლა გადაჰყავთ. ჩხოროწყუში კი აღნიშნეს, რომ პირდაპირი კონტაქტი მუნიციპალიტეტთან არ ჰქონია.

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას ინფორმაციით, პაციენტს მუნიციპალიტეტში სამი კონტაქტი ჰქონდა.

ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენზე და მის კონტაქტებზე პერსონალური ინფორმაცია სოციალურ ქსელში 4 აპრილს გავრცელდა.

საქართველოში კორონავირუსის 174 დადასტურებული შემთხვევაა.

გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი.

ორი გარდაიცვალა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების სიას,
17:41 / 04.12.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების სიას,
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში
16:30 / 04.12.2020
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან
გამყრელიძის განცხადებით,
12:48 / 04.12.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
12:43 / 04.12.2020
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფისო და ბავშვები - ონლაინ გაკვეთილი დაწყებით კლასში [ვიდეო]
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო
აქტიურები ყველა არჩევნებზე [ვიდეო]
75 წლის ზურაბ ნორაკიძე და 83 წლის ზაირა ნაჭყებია აქტიური
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.