ზუგდიდის ბაზარი დაიხურა
დღეიდან, 6 აპილიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი დაიხურა. ბაზრის
ადმინისტრაციამ
გუშინ ყველა მოვაჭრე გააფრთხილა, რომ კორონავირუსის გავრცელების
თავიდან არიდების მიზნით გარკვეული პერიოდით ცენტრალური სუპერმარკეტი
აღარ იმუშავებდა. მერიაში ამბობენ, რომ ბაზარი ამ ეტაპზე საგანგებო
მდგომარეობის დასრულებამდეა დახურული.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას თქმით, აქ უსაფრთხოების ნორმების დაცვა ბაზარში ვერ მოხერხდა. ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.
ჯერ კიდევ 3 აპრილს, ალექსანდრე მოწერელიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი გაერთიანებული შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ დაიხურებოდა მხოლოდ სენაკის ბაზარი, სადაც გაფრთხილების მიუხედავად, ვითარება არ გაუმჯობესებულა, ზუგდიდის დ ფოთის ბაზრებში კი უკეთესი მდგომარეობა ფიქსირდებოდა და ამიტომაც, ამ ეტაპზე მათ დახურვას არ გეგმავდნენ.
საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა.
36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, პრემიერის ბრძანებით, ჯერჯერობით 21 აპრილამდე მოქმედებს.