მთავრობამ განმარტა პირობები, რასაც აგრარული ბაზარი უნდა აკმაყოფილებდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის
განცხადებით,
აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების
მაღალი რისკის შემცველი იყო, ამიტომაც მათი ფუნქციონირება ძირითადად
შეიზღუდა. მანვე განმარტა, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმოყოფილებდეს ბაზარი, რომ მას
ფუნქციონირების უფლება მიეცეს:
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, მათ მუშაობის საშუალება ექნებათ.
მისი სიტყვებით, თითოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს თითოეულ მუნიციპალიტეტში შექმნილი შტაბების გადაწყვეტილებით.
აგრარული ბაზარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:
დასაქმებული პერსონალის დამცავი საშუალებებით აღჭურვა;
დეზინფექციის, ჰიგიენური და სანიტარული პირობების დაცვა;
თითოეული დასაქმებული ადამიანის მონაცემების შეგროვება, მათი კონტაქტებისა და მოგზაურობის ისტორიის დადგენა;
დახლებს შორის დისტანციის დაცვა;
სამუშაოდ არ დაიშვებიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
შეზღუდვა გავრცელდება 70 წელს გადაცილებულ მოვაჭრეებზეც.
დღეს, 7 აპრილის დილიდან საქართველოში თითქმის ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. წესების დარღვევისთვის ბაზრის ადმინისტრაცია 15 ათასი ლარით, მოვაჭრე კი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება.
იმ მიზეზით, რომ ვერ დაიცვა მიღებული რეკომედაციები, ზუგდიდის ბაზარი 6 აპრილიდან არ ფუნქციონირებს.