გარკვეული კატეგორიის დანაშაული, მათ შორის ოჯახში ძალადობა შემცირდა - შსს
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძის
განცხადებით,
საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახში
ძალადობის ფაქტებიც.
„კლება გვაქვს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში, როგორიც არის , ქონების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ეს არის - ძარცვა , ქურდობა , ყაჩაღობა და ასევე, ოჯახური დანაშაულები. ეს რა თქმა უნდა, არის იმ ბიჭების და იმ პოლიციელების დამსახურება, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები", - ამის შესახებ კახაბერ საბანაძემ „რუსთავი-2“-ზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ მოიმატა კარანტინის პირობებში ოჯახში დანაშაულმა, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ პირიქით, კლებაა ამ მიმართულებითაც:
„მე მოგახსენებთ, რომ ამ პერიოდისთვის, ჩვენი დაკვირვებით, პირიქით, კლება გვაქვს ამ მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა, დამსახურებაა ჩვენი საზოგადოების თვითშეგნების ზრდის და ამავე დროს, პოლიციელების აქტიურობის. ჩვენ მზად ვართ, პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ეს მიმართულება და ოჯახში ძალადობა ყოველთვის აღკვეთილი იქნება საწყის ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა იმ პირობით მსხვერპლს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს ამ მიმართულებით გარკვეული, ასე ვთქვათ, პრეტენზიები ან გართულებები და პოლიცია იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, გვექნება შესაბამისი შედეგი“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. 31 მარტს გავრცელებულ მათ მიმართვაში, ნათქვამია, რომ ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც განიცდიან ოჯახში ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, იძულებით ქორწინებას, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევთ, რითაც მოძალადეები სარგებლობენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებენ.
განცხადების ავტორები ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სამართლებრივი დახმარებისთვის იმაზე მეტი ქალი დაუკავშირდათ, ვიდრე სხვა დროს.