ოკუპირებულ გაგრაში კომენდანტის საათი დაწესდა
COVID-19 ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გაგრაში
საღამოს 8-დან დილის 7 საათამდე კომენდანტის საათი დააწესეს.
ამის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ.
ბრძანების თანახმად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა, კომენდანტის საათის დროს, იკრძალება ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა.
სოხუმმა გუშინ, 7 აპრილს დაადასტურა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. პაციენტი აფხაზეთში რუსეთიდან დაბრუნდა. დე ფაქტო რესპუბლიკამ რუსეთთან საზღვარი უკვე ჩაკეტა.
უფრო ადრე, გალის სოფელ საბერიოდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს, კორონავირუსი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტს აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლა კი გაცილებით ადრე, 14 მარტს ჩაკეტა.