აფხაზეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაადასტურეს.
აფხაზური მედიის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გამოკვლევის შემდეგ, COVID-19 დაუდგინდა მასთან კონტაქტში მყოფ ერთ-ერთ პირს. პაციენტი ამჟამად იზოლაციაში იმყოფება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფიცირებულ პაციენტთან კონტააქტში მყოფმა ხუთმა ადამიანმა ტესტირება გაიარა. მათი პასუხები უარყოფითია.
8 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევაა.
პირველი შემთხვევა გუშინ, 7 აპრილს დაადასტურდა. პაციენტი აფხაზეთში რუსეთიდან დაბრუნდა. დე ფაქტო რესპუბლიკამ რუსეთთან საზღვარი უკვე ჩაკეტა.
უფრო ადრე, გალის სოფელ საბერიოდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს, კორონავირუსი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუდასტურდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტს აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლა კი გაცილებით ადრე, 14 მარტს ჩაკეტა.