ჰანოვერში მცხოვრებ ემიგრანტს Covid-19-ით დაზარალებულთა დახმარებისთვის რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე
მოწერელიამ
ჰანოვერში მცხოვრებ ზუგდიდელ ემიგრანტს, რომელიც კორონავირუსით
დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას მართავს, მადლობა
გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
რწმუნებული ემიგრანტს ვიდეოზარით ესაუბრა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გოჩა ლაგვილავა საქველმოქმედო აქციის შესახებ "ლაივპრესს" ესაუბრა.
ემიგრანტი საქართველოში კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში თანხის ჩასარიცხად, თავისი ხელით მოყვანილი კიტრის და პამიდორის ნერგებს ყიდის.
თითო ნერგის ფასი 20 ევროა. საქველმოქმედო აქცია შაბათს დასრულდება, რის შემდეგაც შეგროვილი თანხა საქართველოში კორონავირუსის ბრძოლის ფონდში ჩაირიცხება.