ახალი ამბები
ლენტეხში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა და ჩაიკეტა
შიდაგადაცემის 4 ახალი ფაქტის გამო ლენტეხის რაიონში სრული კარატინი გამოცხადდა.
„ეს არის ის რეჟიმი, რაც არის მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მოსახლეობას მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში ექნება გადაადგილების შესაძლებლობა. ლენტეხის შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა და თავდაცვის ძალები. მოხდება თერმოსკრინიგი და თითეული მოქალაქის შემოწმება“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა გიორგი ჩიქოვანმა.

მარნეული და ბოლნისი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო 23 მარტს ჩაიკეტა.

საქართველოში კორონავირუსის 234 დადასტურებული შემხთხვევაა. გამოჯანმრთელდა 54. გარდაიცვალა 3 პაციენტი.