ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრმა სპექტაკლები იუტუბ არხზე ატვირთა [უყურე სპექტაკლს]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი მაყურებლისთვის კორონავირუსის პირობებში სპექტაკლები ონლაინ, იუტუბზე ატვირთა. ორი წარმოდგენისთვის თვალის მიდევნება მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ. ეს სპექტაკლებია "შვლის ნუკრი" და "ქურდი სამოთხეში", დარიო ფოს კომედიის "ძარცვა იტალიურად" მიხედვით.

სამხატვრო ხელმძღვანელის, ლაშა შეროზიას თქმით, თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ექსტრემალურ ვითარებაში უწევთ კრეატიული აქტივობების მოფიქრება. რეპეტიციები და წარმოდგენის ცოცხლად ჩვენება შეწყვეტილია, ამიტომ მსახიობები მაყურებელთან კავშირს დისტანციურად განაგრძობენ.

"მგონია, რომ აქტივობა იქნება, იმიტომ, რომ სპექტაკლი დღეს დავდეთ და ერთი საათი არ გასულა, უკვე საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე, დისტანციურად გავამხნევებთ მაყურებელს", - უთხრა სამხატვრო ხელმძღვანელმა "ლაივპრესს".

ლაშა შეროზიას თქმით, წარმოდგენების ვიდეოჩანაწერები არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ხარისხიანი არ არის. ამიტომ მაყურებელს მხოლოდ იმ სპექტაკლს შესთავაზებენ, რომელთა აღქმაც ონლაინ მარტივი იქნება.

მანვე აღნიშა, რომ კორონავირუსის პირობებში სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ. მაგალითად, სხვალ თეატრს 152 უსრულდება და მათი მხრიდან იქნება მილოცვა. უკვე 14 აპრილს, ქართული ენის დღეს იმ პოეტების შემოქმედებას, რომლებიც მეგრულად წერენ, მსახიობები წაიკითხავენ. ამასთან, თავად ავტორებმაც გამოუგზავნეს საკუთარი ლექსების ვიდეოჩანაწერი, #სახლშიდარჩი მოწოდებასთან ერთად, რომელიც ზუგდიდის თეატრის გვერდზე აიტვირთება.

ლაშა შეროზიას თქმით, მას შემდეგ რაც ვირუსი ჩაცხრება და სპექტაკლების ჩვენება სცენაზე აღდგება, ბოლო წარმოდგენაზე, რომლის პრემიერაც ვერ მოასწრეს, იმ ექიმებს მოიწვევენ, რომლებიც ინფიცირებული პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად იბრძვიან.

საქართველოში კორონავირუსის 234 დადასტურებული შემთხვევაა.

54 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია One Championship-ის გრანპრის
ნახევარფინალში, ტაილანდელ მებრძოლს,
18:58 / 28.01.2022
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია One Championship-ის გრანპრის ნახევარფინალში, ტაილანდელ მებრძოლს,
ზუგდიდში გააპროტესტეს ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ტარიფების დაწესება.
აქციის მონაწილეების განცხადებით,
16:09 / 28.01.2022
ზუგდიდში გააპროტესტეს ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ტარიფების დაწესება. აქციის მონაწილეების განცხადებით,
14:27 / 28.01.2022
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ბათლომე შელია არ ემხრობა ამ ეტაპზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები და ნელ
ნელა ჩამოშორდეს
13:39 / 28.01.2022
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები და ნელ ნელა ჩამოშორდეს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.