ახალი ამბები
15 წლის გიგი სიჭინავა ინგლისური ენის შესასწავლად ილუსტრირებულ ლექსიკონს ქმნის
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მცხოვრები, 15 წლის გიგი სიჭინავა ილუსტრირებულ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე მუშაობს. მას უკვე აქვს შექმნილი 70 ნახატი, თუმცა გეგმაში აქვს ის 300-მდე შეავსოს. როგორც გიგის დედა ნათია სახოკია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მოზარდი ვერ ესწრება უცხო ენის გაკვეთილებს, ამიტომაც დამოუკიდებლად შესწავლის მიზნით, ერთგვარი გამოსავალი თავად იპოვა.

ნათია სახოკიას თქმით, გიგი ძლიან მიზანმიმართულია ყველა იმ საქმეში, რასაც დაიწყებს. ასე მოხდა ამჯერადაც. ხვალინდელი დღის განრიგს დღეს გეგმავს, რომელსაც უპირობოდ ასრულებს.

„რომ იცოეთ ის რამდენ დროს უთმობს ხატვას. შეიძლება შორიდან ჩანს თითქოს მარტივად ხდება ეს ყველაფერი. არა, ის საათბის ზის და ხატავს“, - ამბობს გიგის დედა, რომელიც შვილის იდეების პირველი მხარდამჭერი და რეალიზატორია.

როგორც მანადე დაწყებული სხვა აქტივობა, ამასაც ერთი მიზანი აქვს - აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებზე არსებული სტიგმის დაძლევა, რომ ისინი არ არიან საინტერესო და საყურადღებო მხოლოდ სტატუსის გამო, რომ მათ გააჩნიათ ნიჭი, უნარები და შეუძლიათ გახდნენ წარმატებული, რეალიზებული მოქალაქეები.

დედა-შვილს წინ ბევრი ერთობლივი გეგმა აქვს. ნათია მაბობს, რომ 14 აპრილისთვის, ქართული ენის დღისთვის, მოზარდი ვაჟა ფშაველას პორტრეტის დახატვას და მისი ფრაზების დაწერას გეგმავს.

„ეს იდეა მას მე შევთავაზე. მინდა, რომ მან ასე ისწავლოს ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია და მისი დიდი ღვაწლი ქართლ ლიტერატურაში. ქართველი მწერლების და პოეტების ბიოგრაფიების შესწავლა გიგის ახალი გატაცებაა. ის უკვე გაეცნო 20-მდე ქართველი მწერლის და პოეტის ბიოგრაფიას. მე შევთავაზე, რადგან ხატვით ეცნობა და ილუსტრაციებით სწავლობს, დაეხატა მწერლები, მაგალითად ვაჟა ფშაველა. რადგან მას ამ მიმართულებით უნარი აქვს, იდეებს ვაწვდი. ის მაძლევს ამის სტიმულს. მე მან მასწავლა ბევრი რამ. ბევრი რამ ვისწავლეთ ერთად“, - ამბობს ნათია.

გიგი სიჭინავა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია. ახალგაზრდა ხელოვანი ნამუშევრებს საკუთარ სახელოსნოში ქმნის, რომელიც მშობლებმა 2017 წელს გაუხსნეს. გიგის უკვე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა. მისი ნახატებით დაიბეჭდა პაზლიც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.