ზუგდიდის ბაზარმა მუშაობა ნაწილობრივ განაახლა [ფოტო]
ზუგდიდის ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნა და მოვაჭრეების გარკვეულ
რაოდენობას მიეცა მუშაობის
განახლების საშუალება. კერძოდ, საუბარია შპს სუპერმარკეტის შენობის
პერიმეტრზე დასაქმებულებზე. შენობის ირგვლივ სასურსათო მაღაზიებს არ
დართეს მუშაობის გაგრძელების ნება, რამაც აქ მომუშავეთა უკმაყოფილება
გამოიწვია.

ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნონა ნიჟარაძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მათ ის დავალებები და რეკომენდაციები, რაც მიიღეს, შეასრულეს. მოხდა დეზინფექცია. ამასთან, აიღეს ზედმეტი მაგიდები.

"სურსათის უვნებლობაც აქ არის. ამოწმებენ, ყველა მოვაჭრეს უზომავენ სიცხეს. 70 წლის ასაკის შიგნით ბაზარში ვერ შემოვა. პირადობას ვთხოვთ, როც ასაკს ვამჩნევთ. აგერ არის დეზინფექცია კარებთან და შემოდიან, დეზინფექციას იკეთებენ. ჯერჯერობით იცავენ დისტანციას", - განმარტა ნონა ნიჟარაძემ.

მოვაჭრეების თქმით, ვისაც დამცავი საშუალებები არ აქვთ, მათ ავალდებულებენ შეძენას. მაგალითად, ერთჯერადი ხელთათმანი და ქუდი 50-50 თეთრად შეაძენინეს.
ზუგდიდის ბაზარი რომ დღეიდან ნაწილობრივ გაიხსნებოდა, ამის შესახებ მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადი რეკომენდაციები ბაზრის ადმინისტრაციამ შეასრულა და უკვე შესაძლებელია სუპერმარკეტის ტერიტორიის ნაწილმა განაახლოს ფუნქციონირება. აქ საუბარია მთავრ შენობაზე, და იმ ტერიტორიაზე სადაც ხდებოდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზება.

ბაზარი 6 აპრილს დაიხურა. მაშინ ზუგდიდის მერმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა ბაზარში ვერ მოხერხდა და კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით გარკვეული პერიოდით ცენტრალური სუპერმარკეტი აღარ იმუშავებდა.