ახალი ამბები
ზუგდიდის ყინულის მოედნის დემონტაჟზე და მოწყობაზე ტენდერები გამოცხადდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ყინულის მოედნის დემონტაჟზე ტენდერი მერიამ ხელმეორედ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ, შპს "რებილდმა" მიიღო, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. ის ხელისუფლებას სამუშაოების შესრულებას ნაკლებ ფასში, 195 ათას 400 ლარად ჰპირდება. ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპია მიმდინარეობს.

თანხა იგივეა - 287 ათას 533 ლარი.

რაც შეეხება პირველ ტენდერს, ის ჩაიშალა. დემონტაჟის სურვილი სულ სამმა კომპანიამ გამოთქვა - შპს "კელვინმა", შპს "ელვას" ფილიალმა თბილისში და ამხანაგობა "მშენებელი 2019-მა". სამივე მათგანს დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის მიზეზით.

დემონტაჟზე გამოცხადებული ტენდერის პარარელურად, მერიამ ტენდერი ყინულის მოედნის ბენდელიანის ქუჩაზე მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზეც გამოაცხადა თანმდევი ექსპერტირებით.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 ათას 559 ლარია.

წინადადებების მიღება 27 აპრილს მთავრდება.

პროექტირება ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

ყინულის სახლის დემონტაჟზე ზუგდიდის მერიამ ტენდერი უფრო ადრე, თებერვალში გამოაცხადა. 

დემონტაჟს და ახალ ლოკაციაზე გადატანას არა მიწის მესაკუთრე განახორციელებს, როგორც თავიდან ითქვა, არამედ ადგილობრივი ხელისუფლება.

ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორია 2019 წლის ივნისში გაიყიდა. ფართობი 7 მილიონ 270 ათას 118 ლარად მ2-მა შეიძინა. ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, განხორციელდება 8 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია. კერძოდ, აშენდება 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო.

ეს ის ტერიტორიაა, რომლის გასხვისების წინადადებასაც თავის დროზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. მათ შორის საკრებულოს სხდომაზე ტერიტორიის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანა სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციას და საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე მოხდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ მსჯავრდებულ
21:45 / 30.06.2022
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მსჯავრდებულ
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ,
19:37 / 30.06.2022
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ,
სახალხო დამცველი ეხმაურება მოძრაობა
19:19 / 30.06.2022
სახალხო დამცველი ეხმაურება მოძრაობა "შინ ევროპისკენ" კამპანიაში მონაწილეების მიმართ განხორციელებულ
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობს
პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს სიტუაცია,
16:45 / 30.06.2022
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობს პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს სიტუაცია,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.