ბარსელონაში Covid-19-ით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით,
ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს 55 წლის მოქალაქე
გარდაიცვალა.
მისი განმარტებით, გარდაცვლილი ონკოპაციენტი იყო და მის დაავადებას კორონავირუსი დაერთო.
„საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები კონტაქტზე არიან გარდაცვლილის ოჯახთან და შესაბამისი პროცედურები იქნება დაცული“, - განმარტა მინისტრმა.
13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 266 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 67, გარდაცვლილია - 3, კარანტინის რეჟიმში - 4890, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 439, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.