მუნიციპალიტეტმა „ზუგდიდაგროსერვისი“ არ უნდა დააფინანსოს - TI
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს „ზუგდიდაგროსერვისი“ მთლიანად
ადგილობრივი
ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა მას არავითარი სარგებელი არ მოაქვს, -
ასე აფასებს შპს-ს მუშაობას „საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველო“.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში „ზუგდიდიაგროსერვისმა“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 460,000 ლარი მიიღო, 2020 წელს კი მისი ბიუჯეტი 350 000 ლარს შეადგენს.ზუგდიდში არსებულ სამ მუნიციპალურ შპს-ს შორის ის ერთადერთია, რომელსაც არც გასულ წლებში მიუღია საკუთარი შემოსავალი და არც წელს აქვს განსაზღვრული, თუ რა კონკრეტული შემოსავალი შეიძლება მიიღოს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უცნობია დაკისრებული უფლებამოსილებათაგან რა განახორციელა „ზუგდიდაგროსერვისმა“, რადგან მან ვერც ზუგდიდის საკრებულოში არსებულ „იურიდიული პირების საქმიანობის შემწავლელ ჯგუფს“ წარუდგინა ასეთი ინფორმაცია. საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ კი განაცხადა, რომ შპს ფაქტობრივად უფუნქციოა.
„ზუგდიდაგროსერვისისთვის“ 2018-2019 წლებში გამოყოფილი დაფინანსების 85-88% სახელფასო ანაზღაურებაზე დაიხარჯა, დარჩენილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილით კი საწვავი შეისყიდეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უარი უნდა თქვას „ზუგდიდაგროსერვისის“ დაფინანსებაზე, რადგანაც, სამეწარმეო სტატუსის მიუხედავად, შპს-ს საერთოდ არ აქვს საკუთარი შემოსავლები, არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, შპს-ს საქმიანობისთვის განსაზღვრული ფუნქციების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას, ნაწილს კი სხვა საჯარო უწყებები ახორციელებს.