ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება
სადღესასწაულოდ რეგიონის დიდ ქალაქებში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში
სასაფლაოები
დაიხურება. განუცხადა ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთში
სახელმწიფო რწმუნებულმა. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ეს
გადაწყვეტილება მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო მიიღეს.
"ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მანამდე პრემიერის პრესპიკერმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით, საქართველოს ქალაქებში სასაფლაოებზე გასვლაზე შეზღუდვები დაწესდება. თუმცა რა სახის, არ დაუკონკრეტებია.
უფრო ადრე, სასაფლაოების შესაძლო დახურვაზე მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა.
სასაფლაოებთან ერთად, ზუგდიდსა და ფოთში ბაზრების დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
ქვეყანაში კორონავირუსის 336 დადასტურებული შემთხვევაა.
გამოჯანმრთელდა 76 პაციენტი, სამი კი გარდაიცვალა.