ახალი ამბები
რუხის კლინიკის აღჭურვაზე მომუშავე პირი კარანტინში მოათავსეს
ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში რუხის კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობისას თბილისიდან ჩამოსული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მოათავსეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, მას ვირუსი არ დაუდასტურდა, მაგრამ რადგან კონტაქტი ჰქონდა Covid-19 -ით ინფიცირებულთან, კარანტინში მოათავსეს.

„აუღეს ანალიზი და შედეგი უარყოფითი იყო. რაღაც კონტაქტი ჰქონია ახლობელთან. თბილისიდან ხომ იყო ჯგუფი, აქ რომ მუშაობდნენ, ზოგი ტექნიკურ მხარეს აკეთებდა, ზოგი ექიმი იყო, ზოგი სხვა პროფესიის, რომ აღჭურვილობა გაეკეთებინათ. ერთ-ერთ ჯგუფს მოყვა. გაირკვა, რომ კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ არ დაუდასტურდა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული“, - გვითხრა ანზორ ქობალიამ.

ზუგდიდის საზოგაოებრივ ცენტრში განმარტავენ, რომ კარანტინში მოთავსებული პირის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ამავე ცენტრის ცნობით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში სულ 45 პირია მოთავსებული.

18 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 385 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 84. გარდაიცვალა 3.