ზუგდიდელი ფერმერი სათბურში მოყვანილ კიტრს უფასოდ დაარიგებს [ფოტო]
ზუგდიდელი ფერმერი გიორგი გერგედავა, რომელსაც ცაიშში კიტრის
სათბურები აქვს,
მოსავალს უფასოდ სოციალურად დაუცველებს გადასცემს.
ფერმერი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს პროდუქტის რეალიზაციას და მზადაა მთელი მოსავალი სოციალურად დაუცველებს გადასცეს უანგაროდ.

„პროდუქტს ძირითადად რესტორნებსა და სასტუმროებში ვაბარებდი. კიტრი შარშან ამ დროს 12 ლარი ღირდა. პანდემიის გამო, ეს ობიექტები, რომ დაიხურა, შემდეგ დეზერტირების ბაზარში ვაბარდებდით 4 ლარად, მაგრამ უკვე ესეც შეუძლებელი გახდა და მირჩევნია ხალხს მივცე. პროდუქტის ნაწილი ნაცნობებში დავარიგე, 1 ტონამდე მოსავალი კიდევ არის. მზად ვარ გადავცე იმას, ვინც ახლა უმუშევრად დარჩა და საკვები პროდუქტების შეძენა უჭირს“, - გვითხრა გიორგი გერგედავამ.
ფერმერი საქველმოქმედო ინიციატივის განხორციელებაში დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს:

„ოფიციალურად მივმართავ ზუგდიდის მერიას ამ დღეებში, რომ დამეხმაროს ტრანსპორტით პროდუქციის დარიგებაში“.
გიორგი გერგედავა ამბობს, რომ მოსავლის უფასოდ დარიგებას, პანდემიის დასრულებამდე გააგრძელებს.