ახალი ამბები
სამკურნალო-პროტესტი იქნება - გირჩი აქციის გამართვას გეგმავს
FaceBook Twitter
E-mail Print
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით პოლიტიკური პარტია „გირჩი“ აქციას გამართავს. განცხადებაში, რომელიც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ აქცია იპოდრომზე, 2 საათზეა დაგეგმილი. მისი სიტყვებით, ეს იქნება სამკურნალო-პროტესტი სუფთა ჰაერზე, დისტანციის დაცვით. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სეირნობის გამო პოლიცია ვერავის ვერ დააჯარიმებს.

„რადგან პროტესტი ზოგადად აკრძალულია, ისევე როგორც შეკრება მანიფესტაცია, პროტესტს გამოვხატავ იპოდრომზე. ერთგვარი სამკურნალო-პროტესტი იქნება - სუფთა ჰაერი და მზის სხივები კლავს ვირუსს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ყველას ვინც ფიქრობთ რომ გასაპროტესტებელია ის რაც ხდება, შეგიძლიათ შემომიერთდეთ ხვალ, 14.00 საათზე, ძველ იპოდრომზე. თან გააპროტესტებთ, თან გაისეირნებთ, თან გაჯანსაღდებით. დისტანციას დავიცავთ. დილით წვიმაა, ამიტომ შეიძება ცოტა სისველე იყოს, მაგრამ ჰაერი იქნება სუფთა.

თუ პოლიციელი დაინტერესდება თქვენით - უბრალოდ სეირნობთ იპოდრომზე. შესაბამისად ვერ დაგაჯარიმებენ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის. ერთადერთი ვინც შეიძლება დააჯარიმონ, მე ვარ - როგორც ამ აქციის ორგანიზატორი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არაფერი აქვს საერთო პანდემიასთან ბრძოლასთან და ხელისუფლებას „გაუტკბა ძალაუფლებით თამაში“, სურს გააგრძელოს „დაპანიკებული მოსახლეობის შიშებზე თამაში და ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლის სურათის პოლიტიკურ დივიდენდებად თარგმნა“.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლები ქუჩის რეკონსტრუქციას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, ასფალტის საფარი
17:55 / 02.07.2020
ზუგდიდში, ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლები ქუჩის რეკონსტრუქციას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, ასფალტის საფარი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის
განცხადებით,
14:21 / 02.07.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით,
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების,
სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების
14:04 / 02.07.2020
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე
განაცხადა,
12:15 / 02.07.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,
ვიდეო
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
აფხაზეთში მიმავალი ხიდი მგზავრების გარეშე [ვიდეო]
აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.