ორშაბათიდან ტრანსპორტით გადაადგილება, ონლაინ ვაჭრობა და ბაზრების საქმიანობა დაშვებული იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით,
27 აპრილიდან მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის კერძო
ტაქსებით გადაადგილება დაშვებული იქნება. მისივე სიტყვებით,
შეზღუდვები მოიხსნება ვაჭრობის სფეროშიც:
„27 აპრილიდან, ვიწყებთ შემსუბუქების პირველ ეტაპს და ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს, რაც ნიშნავს იმას, რომ ორშაბათიდან იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინს ვაჭრობა, საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურეობა ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი სიტყვებით, ჩამოთვლილი ბიზნესის წარმომადგენლები ვალდებული იქნებიან დაიცვან უსაფრთხოების ზომები.