რა თანმიმდევრობით მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის გეგმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით,
27 აპრილიდან ეტაპობრივად მოიხსნება კორონავირუსის საფრთხის გამო
დაწესებული შეზუდვები. მან ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის
წარდგენისას ისაუბრა შეზღუდვების შემსუბუქების 6 ეტაპზე, რომელთა
შორის სავარაუდოდ შუალედი 2 კვირა იქნება.
27 აპრილიდან, პირველ ეტაპზე, სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა - საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
მეორე ეტაპი - გულისხმობს: მშენებლობის, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობის, სამშენებლო მასალების წარმოების, ავტოსამრეცხაოების და ავტოსერვისების, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირებას.
მესამე ეტაპი - გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.
მეოთხე ეტაპი - გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
მეხუთე ეტაპი - გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი-კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.
მეექვსე ეტაპი - გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა.