თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინიტრაციულ ერთეულში სასაზღვრო
პოლიციის
თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს ზუგდიდის
რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თავად
ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავს და დუმილის უფლებას იყენებს. მან
მოსამართლის შეკითხვას, თავს მიიჩნევს თუ არა დამნაშავედ, არ უპასუხა.
სხდომა ონლაინ, დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის - მულახის თანამშრომელმა ბესიკ თამლიანმა ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.ის სამართალდამცველებს 23 აპრილს ჩაბარდა.

ბესიკ თამლიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლის მეოთხე ნაწილით წარედგინა.