ზუგდიდელ ფერმერს 4 ტონა პომიდორი გაუფუჭდა
ზუგდიდელი ფერმერი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ 4
ტონა პომიდორი გაუფუჭდა.
ფერმერის თქმით, ეს მისი პირველი მოსავალია.
„მანამდე მოსავალს ვაბარებდით ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და გაადადგილებაზე შეზღუდვების შემდეგ ჩაიკეტა საზღვრები. ვერსად ვერ გავიტანეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოხდა რეალიზაცია, მივიღეთ ზარალი. დაახლოებით 4 ტონამდე პომიდორი გაგვიფუჭდა“, - უთხრა „ლაივპრესს“ ფერმერმა.

მისივე თქმით, წელს, წინასწარი გათვლებით, სათბურში დაახლოებით 15 ტონა პომიდორი უნდა დაეკრიფათ.
საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 მარტს გამოცხადდა, რომლის ფარგლებში აკრძალულია ავტომანქანებით გადაადგილება.
თავდაპირველად მასალაში ფერმერის სახელი და გვარი ეწერა, თუმცა მოგვიანებით მან არ ისურვა ვინაობის დასახელება, რის გამოც ამოღებულ იქნა.