Covid-19-თან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოში ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი ამოქმედდა
პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც
მხოლოდ
ბავშვთა საკითხებზე იქნება ორიენტირებული და 24 საათის განმავლობაში
ბავშვებსა და მათ მშობლებს პრობლემურ საკითხებზე გაუწევს
კონსულტაციას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 111-ის ოპერატორები, ცხელ ხაზზე შესულ ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამის უწყებებს ჩართავენ.
"111-ი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, სადაც ასევე შესაძლებელია ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება", - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ცხელი ხაზი 111 უფასოა და ის არა მარტო პანდემიის პირობებში, არამედ "ბავშვის უფლებათა კოდექსის" ამოქმედების შემდეგაც იზრუნებს მათზე.
ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატვით, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით და გაერო-ს ბავშთა ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა.